საზოგადოება ხედავს, რომ ეს ძალები ევროპული ბიუროკრატიის ხელით ყველაფერს აკეთებენ, რათა საქართველოში პროცესები უმართავი გახადონ და საზოგადოება დაუპირისპირონ მთავრობას. ეს მათივე გათვლებით უნდა დასრულდეს რევოლუციით

საზოგადოება ხედავს, რომ ეს ძალები ევროპული ბიუროკრატიის ხელით ყველაფერს აკეთებენ, რათა საქართველოში პროცესები უმართავი გახადონ და საზოგადოება დაუპირისპირონ მთავრობას. ეს მათივე გათვლებით უნდა დასრულდეს რევოლუციით
„გვსურს გამოვეხმაუროთ ბოლო დროს საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებს და იმ არნახულ წნეხს, რომელიც ჩვენი ქვეყნის მიმართ ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან მომდინარეობს. საზოგადოებრივი მოძრაობა – „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ შექმნის პირველივე დღიდან, ვაფრთხილებდით საქართველოს ხელისუფლებას, რომ ევროკავშირში გაწევრიანების უტოპიური საკითხი კონკრეტული ჩრდილოვანი ძალებისათვის, არაფორმალური ოლიგარქიული მმართველებისთვის აუცილებლად გახდებოდა შანტაჟის იარაღი მათ ხელში და ასეც მოხდა“, – წერია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განცხადებაში.
როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, „ქართული საზოგადოება ნათლად ხედავს, რომ ეს ძალები ევროპული ბიუროკრატიის ხელით ყველაფერს აკეთებენ, რათა საქართველოში პროცესები უმართავი გახადონ და რადგან ს გზით ხელისუფლების ცვლილებას ვერ ახერხებენ, საზოგადოება დაუპირისპირონ მთავრობას. ეს კონფრონტაცია კი, მათივე გათვლებით უნდა დასრულდეს რევოლუციით და მმართველობაში აგენტურის დასმით.“
„საზოგადოება ასევე ნათლად ხედავს, რომ ამ სახიფათო ვითარებაში არაფორმალურ ოლიგარქებს სწორედ ევროკავშირში გაწევრიანების, უვიზო მიმოსვლის და თავისუფალი ვაჭრობის საკითხები საქართველოს თავზე დამოკლეს მახვილივით აქვთ ჩამოკიდებული. სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ჯერ კიდევ ემოციურად რეაგირებს ამ თემებზე, განსაკუთრებული შს საგანია ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის თემა, რასაც პატრონების დავალებით ადგილობრივი აგენტურა პროპაგანდისთვის იყენებს და ამ გზით ცდილობს ხალხის ემოციებზე ითამაშოს.
ამ ფეთქებადსაშიშ სიტუაციაში ჩვენთვის სრულიად აღმაშფოთებელია ხელისუფლების ინერტულობა და მეტიც – გაურკვევლად დაჟინებული დაპირება, რომ ქვეყანა აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი. ასეთ ვითარებაში საზოგადოება კიდევ უფრო იბნევა. ერთი მხრივ ევროპელი ბიუროკრატები პირდაპირ გვემუქრებიან, გვაშანტაჟებენ, არ აღიარებენ არჩევნების შედეგებს და რევოლუციურ პროცესებს მუხტს აძლევენ, მეორე მხრივ კი „ქართული ოცნება“ დაჟინებით იმეორებს, რომ 2030 წლისთვის ქვეყანა მზად იქნება ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. მსგავსი პოლიტიკური ოქსიმორონი პირდაპირ მტრის წისქვილზე ასხამს წყალს და კიდევ უფრო მოწყვლადს ხდის ქვეყანაში ისედაც არაჯანსაღ სიტუაციას“, – წერია განცხადებაში.
Previous: დიპ სტეიტის“ პროპაგანდის მძლავრი ხაზი მუშაობს მმართველი პარტიის დამფუძნებლის, ბატონი ს წინააღმდეგ

ასევე დაგაინტერესებთ

ვიზალიბერალიზაციას ეკონომიკასთან არავითარი კავშირი არ აქვს, ეს ცარიელი სპეკულაციებია, თუმცა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ ეს სიკეთე ჩვენი მოქალაქეებისთვის, ჩვენგან თუ რაიმე არის გასაკეთებელი, ყველაფერს გავაკეთებთ რაციონალურ ფარგლებში

თუ ყაველაშვილის შეწყალებას არ აღიარებ, ყაველაშვილის და კობახიძის დანიშნულ არჩევნებს რანაირად აღიარებ? აქ ხდება მარტივი რამ – „დიფ სთეითმა“ გადაწყვიტა, გამოეყვანა ეს ადამიანები პარლამენტიდან და შეეყვანა ციხეში, ეს არის რეალობა

ვიღაცას უნდოდა ზეწოლის განხორციელება თორნიკე რიჟვაძეზე – უწყისი მაქვს ნანახი, სადაც ხაბეიშვილს კონკრეტული სახელი ჰქონდა მიკუთვნებული და შესაბამისად, ვიცით, წყარო რა იყო და აქ იგულისხმებიან კონკრეტული პირები

გახარია გაიპარა ქვეყნიდან, არის გაქცეული და რაღაც საბაბებს იგონებს, რომ გაამართლოს ქვეყნის გარეთ ყოფნა, თავისი შიშები აქვს ამ კაცს და რეალურად მის გაქცევას არჩევნებთან არავითარი კავშირი არ აქვს